საქართველოში კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 244 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 244 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 204 003 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 171 526 გამოჯანმრთელდა, 2 002 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 468 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 680, ხოლო კოვიდსასტუმროში – 2 183.
ამასთან, 17 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 001 პაციენტი.