საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 829 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 829 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.
ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 207 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 341, „პისიარ“ ტესტით – 12 866.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,81%, ბოლო 14 დღის – 7,61%, ბოლო შვიდი დღის – 7,32%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 587 551 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 551 780 გამოჯანმრთელდა, 8 347 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 1 561 228 ადამიანი, დღიურად აცრილია 24 941.
კარანტინის რეჟიმშია 76, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 785 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 318 პირი.
14 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 990 პაციენტი, 54 კი გარდაიცვალა.