საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 427 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 427 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 58 პაციენტი.
stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 151 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 693, „პისიარ“ ტესტით – 16 458.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,79%, ბოლო 14 დღის – 8,48%, ბოლო შვიდი დღის – 7,69%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 572 948 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 531 764 გამოჯანმრთელდა, 8 035 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 405 877 აცრა, დღიურად აცრილია 24 670.
კარანტინის რეჟიმშია 85, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 417 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 032 პირი.
8 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 668 პაციენტი.