საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 289 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 289 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 33 459. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 15 332 აქტიური შემთხვევაა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 401-ს შეადგენს.
ინფიცირებულთაგან 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რომელთაგან 638 არის მძიმე, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი. 2 446 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, ხოლო 8 397 პირი მკურნალობს ბინაზე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 160 მოქალაქე, ხოლო თვითიზოლაციაში 28 690 ადამიანი.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 537 პაციენტი.