საქართველოში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 711 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 711 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 828 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 619, „პისიარ“ ტესტით – 13 209.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7%, ბოლო 14 დღის – 5,63%, ბოლო შვიდი დღის – 5,61%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 626 058 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 596 380 გამოჯანმრთელდა, 9 162 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 844 965 აცრა, დღიურად აცრილია 7 815.
კარანტინის რეჟიმშია 65, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 150 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 633 პირი.
ამასთან, 6 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 516 პაციენტი.