საქართველოში კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 081 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 081 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი.
ვებგვერდ stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 886 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 025, „პისიარ“ ტესტით – 7 861.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,77%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო შვიდი დღის – 8,83%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 721 388 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 665 599 გამოჯანმრთელდა, 10 089 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 978 857 აცრა, დღიურად აცრილია – 1 402.
კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 575 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 091 პირი.
ამასთან, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 389 პაციენტი, გარდაიცვალა 42.