საქართველოში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 400 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 8 400 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 84 762 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 48 320, „პისიარ“ ტესტით – 34 442.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 21,56%, ბოლო 14 დღის – 18,99%, ბოლო შვიდი დღის – 22,67%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 145 508 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 995 328 გამოჯანმრთელდა, 14 911 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 704 957 აცრა, დღიურად აცრილია 8 310.
კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 084 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 091 პირი.
ამასთან, 28 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 397 პაციენტი, გარდაიცვალა 30.