საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 396 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 396 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 396 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 185 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 993, პისიარტესტით – 3 192.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,75 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,56 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,72 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 277 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 270 369 გამოჯანმრთელდა, 3 710 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 204, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 460 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 173 პირი.

ამასთან, 21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 189 პაციენტი.