საქართველოში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 301 პირი
საქართველოში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 301 პირი

საქართველოში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 301 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილა ერთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 178 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 709, „პისიარ“-ტესტით – 1 469.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,89%, ბოლო 14 დღის – 1,23%, ბოლო 7 დღის – 1,12%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 076 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 635 291 გამოჯანმრთელდა,  16 795 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა  2 876 960 აცრა, დღიურად აცრილია 923.

ამასთან, 21 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 399 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი.