საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ვებგვერდის განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 336 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, კვლავ 1 088 შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 597 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.