საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 268 502 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 262 244-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 447-ია.

ბოლო 24 საათში 5 275 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 2 736, პისიარტესტი – 2 539.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,79 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,6 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,6 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 318 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1713, კლინიკურ სასტუმროში რჩება 207 პირი.

ამასთან, 21 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 571 პაციენტი.