საქართველოში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 24 409 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 24 409 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 24 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 595 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 616, „პისიარ“ ტესტით – 17 979.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 29,64%, ბოლო 14 დღის – 32,04%, ბოლო 7 დღის – 30,78%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 526 205 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 348 581 გამოჯანმრთელდა, 15 771 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 791 310 აცრა, დღიურად აცრილია 3 078.

კარანტინის რეჟიმშია 16, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 818 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 013 პირი.

ამასთან, 17 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 15 644 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 24 110 პაციენტი, გარდაიცვალა 46.