საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 695 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 425-ს შეადგენს.
ამასთან, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 12 პაციენტია გარდაცვლილი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3822, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 360 პირი.