საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 794 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 624-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2494 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.