საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 351 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელენბულთა შესახებ მონაცემები საიტზე არ განახლებულა და კვლავ 1 092-ია.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 597 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.