საქართველოში კორონავირუსის 1 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 294 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 7 294 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 12 645 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 240, „პისიარ“-ტესტით – 2 405.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 15,58%, ბოლო 14 დღის – 17,68%, ბოლო შვიდი დღის – 15,09%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 631 900 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 578 178 გამოჯანმრთელდა, 16 485 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 829 114 აცრა, დღიურად აცრილია 976.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 889 პირი.
ამასთან, 9 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 865 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 820 პაციენტი, გარდაიცვალა 26.