საქართველოში კორონავირუსის 1 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 289 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 289 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 289 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 605 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 226, „პისიარ“ ტესტით – 11 379.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,79%, ბოლო 14 დღის – 7,94%, ბოლო შვიდი დღის – 7,48%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 580 869 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 541 610 გამოჯანმრთელდა, 8 185 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 491 371 აცრა, დღიურად აცრილია 21 199.

კარანტინის რეჟიმშია 89, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 194 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 690 პირი.

11 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 762 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 57.