საქართველოში კორონავირუსის 1 826 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 795 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 826 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 795 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 248 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 405, „პისიარ“ ტესტით – 18 843.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,56%, ბოლო 14 დღის – 5,49%, ბოლო 7 დღის – 4,93%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 616 589 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 587 499 გამოჯანმრთელდა, 9 005 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 808 520 აცრა, დღიურად აცრილია 8 326.
კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 081 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 696 პირი.
ამასთან, პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 633 პაციენტი, გარდაიცვალა 30 პირი.