საქართველოში კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 189 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 189 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 910 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 331 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 205, „პისიარ“-ტესტით – 17 126.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,65%, ბოლო 14 დღის – 6,62%, ბოლო შვიდი დღის – 6,17%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 605 360 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 573 542 გამოჯანმრთელდა, 8 787 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 1 729 672 ადამიანი, დღიურად აცრილია 13 580.

კარანტინის რეჟიმშია 45, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 656 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 906 პირი.

გუშინ, 24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 910 პაციენტი, 38 კი გარდაიცვალა.