საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 164 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 164 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 867 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 167, „პისიარ“ ტესტით – 14 700.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,53 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,21 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,65 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 382 734 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 362 491 გამოჯანმრთელდა, 5 503 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 324 802 ადამიანი, დღიურად აცრილია 7 228.
კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 838 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 065 პირი.
ამასთან, 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 769 პაციენტი.