საქართველოში კორონავირუსის 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 617 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 164, „პისიარ“ ტესტით – 13 453.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,53 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,59 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,69 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 366 078 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 351 747 გამოჯანმრთელდა, 5 316 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 261 652 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 667.
კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 669 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 561 პირი.
ამასთან, 29 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 678 პაციენტი.