საქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 981 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 981 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 228 752 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 217 973 გამოჯანმრთელდა, 2 572 კი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 3 288 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 1 449, PCR ტესტით – 1 839.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 386 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 320, ხოლო კოვიდსასტუმროში – 857.
ამასთან, პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 265 პაციენტი გამოჯანმრთელდა.