რამდენიმე წუთის წინ, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში პირველ არხს განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთის ტერიტორიაზე იყო, ხოლო მისი მაგნიტუდა წინასწარი მონაცემებით – 3,8. სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში ინფორმაცია ამ წუთებშიც ზუსტდება.
საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა დღეს დილითაც მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 6 ივნისს, თბილისის დროით 07:58 საათზე საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრიდან 8 კმ.-ში 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
ამასთან, მიწისძვრა მოხდა 5 ივნისსაც. თბილისის დროით 22:40 საათზე აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ.-ში 5.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის მოსახლეობამაც შეიგრძნო.