საქართველოში ხვალიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მუშაობას დაიწყებს
საქართველოში ხვალიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მუშაობას დაიწყებს, – ამის შესახებ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
კაკაურიძის თქმით, მისიასთან საუბარი იქნება საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე.
სსფ-სთან კონსულტაციების შედეგად შესაძლოა, 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი გადაიხადოს, რომელიც ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში 4.5 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, კაკაურიძის განცხადებით, პროგნოზის გაკეთებისას მნიშვნელოვანია, მოხდეს არსებული რისკების გათვალისწინება.