საქართველოში ხანძრების რაოდენობა 46 პროცენტით შემცირდა
საქართველოში ხანძრების რაოდენობა 46 პროცენტით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 8 331 ხანძარი იყო რეგისტრირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 46 პროცენტით ნაკლებია. 2017 წლის იანვარ-სექტემბერში რეგისტრირებული ხანძრების რაოდენობა 13 037 იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

შემცირებულია ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობაც. 2017 წლის 9 თვეში ხანძრებს 53 ადამიანი ემსხვერპლა, მიმდინარე წლის 9 თვეში კი 37 ადამიანი.

2017 წლის იანვარ-სექტემბერში ხანძრებისგან 176 ადამიანი დაშავდა, წელს კი 170.

გასული წლის სამ კვარტალში ხანძრით 421 შენობა-ნაგებობა განადგურდა, წელს კი, ეს რიცხვი 339-მდეა შემცირებული.

ხანძრის შედეგად 2017 წლის იანვარ-სექტემბერში დაღუპული მსხვილფეხა საქონლის რაოდენობამ 70 შეადგინა, წელს კი 27.

სტატისტიკურად, 2017 წელს ხანძრების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით გაზრდილი იყო.