საქართველოში კათოლიკე ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს

ქრისტეშობას 25 დეკემბერს აღნიშნავს საქართველოში კათოლიკე ეკლესია. ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა ჩაატარა. მსახურება კოვიდ პანდემიის გამო დადგენილი წესების დაცვით ჩატარდა.

მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცა.