საქართველოში კარანტინში მყოფთა რიცხვი 3 254-მდე გაიზარდა
საქართველოში კარანტინში მყოფთა რიცხვი 3 254-მდე გაიზარდა

საქართველოში კარანტინში მყოფთა რიცხვი 3 254-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ამავე გვერდზე აღნიშნულია, რომ საქართლოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა არის დაფიქსირებული, მათგან სამი გამოჯანმრთელებულია.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 233 ადამიანი იმყოფება.