საქართველოში კარანტინის რეჟიმში 4972 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 266 მოქალაქე.
ამასთან, საქართველოში ახალი კორონავირუსის სულ 97 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 18 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.