საქართველოში ისრაელის საელჩო - ვგლოვობთ საქართველოსთან ერთად, ქნესეთის თავმჯდომარე უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს
საქართველოში ისრაელის საელჩო - ვგლოვობთ საქართველოსთან ერთად, ქნესეთის თავმჯდომარე უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს

ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოხანა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს – სწრაფ გამოჯანმრთელებას, ხოლო ქართველ ხალხს მხნეობასა და გამძლეობას უსურვებს, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს ჩვენ ვგლოვობთ საქართველოსთან ერთად. ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოხანა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს – სწრაფ გამოჯანმრთელებას, ხოლო ქართველ ხალხს მხნეობასა და გამძლეობას უსურვებს. კურთხეულ იყოს მათი სახელები, ვინც ამ საზარელ ტრაგედიას ემსხვერპლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა.