საქართველოში ისრაელის ელჩი - შაბათს დილით, როდესაც ოჯახები სიმხათ თორას აღნიშნავენ და ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, თავშესაფარში გაქცევა უწევთ
საქართველოში ისრაელის ელჩი - შაბათს დილით, როდესაც ოჯახები სიმხათ თორას აღნიშნავენ და ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, თავშესაფარში გაქცევა უწევთ

შაბათს დილით, როდესაც ოჯახები სიმხათ თორას აღნიშნავენ და უბრალოდ ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, თავშესაფარში გაქცევა უწევთ, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი „ტვიტერში“ წერს.

„მასიური სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე, რომელიც დილით ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ განახორციელა. შაბათს დილით, როდესაც ოჯახები იკრიბებიან, სიმხათ თორას აღნიშნავენ, და როდესაც უბრალოდ, ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, მათ თავშესაფარში გაქცევა უწევთ“, – აღნიშნავს ჰადას მეიცადი.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.

ამასთან, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.