საქართველოში იაპონიის ელჩი ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
საქართველოში იაპონიის ელჩი ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოში იაპონიის ელჩი ქალაქ ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ მათ, ვინც 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად ახლობლები დაკარგეს. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის გაგება, რომ ამ უბედურმა შემთხვევამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ჩვილების და სკოლის მოსწავლეების“, – ნათქვამია აკირა იმამურას მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.