კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.
მისივე თქმით, აქედან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული. მისი ინფიცირების წყარო ბოლნისს უკავშირდება.
მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ახალი პაციენტებიდან კიდევ ერთი თეთრიწყაროს შემთხვევაა, დანარჩენები კი საავადმყოფოებში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ორის შემთხვევაში ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და მოკვლევა მიმდინარეობს.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალი პაციენტებიდან ერთი არის თეთრიწყაროს შემთხვევა, სამი საკარანტინო სივრციდანაა. ერთი ახალი პაციენტი არის ბოლნისის კლასტერიდან. ორის წყარო არის დაუდგენელი, გრძელდება ამ წყაროს მოძიება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.