საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა - ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც ბათუმის ტრაგიკული ინციდენტის შედეგად დაზარალდა, ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ახლობლებთან ვართ
საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა ქალაქ ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„გულითადად ვუსამძიმრებთ ყველა ადამიანს, ვინც ბათუმის ტრაგიკული ინციდენტის შედეგად დაზარალდა. ფიქრებით ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებთან და ახლობლებთან ვართ. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართელოში გაერო-ს დროშა დღეს სანახევროდ დაშვებული იქნება“, – ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს დაახლოებით 12:00 საათზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.