საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა – ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც ბათუმის ტრაგიკული ინციდენტის შედეგად დაზარალდა, ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ახლობლებთან ვართ
საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა ქალაქ ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„გულითადად ვუსამძიმრებთ ყველა ადამიანს, ვინც ბათუმის ტრაგიკული ინციდენტის შედეგად დაზარალდა. ფიქრებით ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებთან და ახლობლებთან ვართ. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართელოში გაერო-ს დროშა დღეს სანახევროდ დაშვებული იქნება“, – ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
Our heartfelt condolences to all those affected by the Batumi tragic incident. Our thoughts are with families & loved ones of the victims of this tragedy. UN flag will be flown at half-mast today in Georgia, in memory of those who lost their lives.https://t.co/gV1PECOQIc pic.twitter.com/u5k5x711NK
— UN in Georgia (@ungeorgia) October 11, 2021
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს დაახლოებით 12:00 საათზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.