საქართველოში გაერო-ს წარმომადგენელი - სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში დაშვებული უნდა იყოს, მათ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან დაკავშირებით სიტუაციის შემოწმების საშუალება
ისევე როგორც ყველა, გაერო-ც შეშფოთებულია ნინოწმინდაში შექმნილი სიტუაციით, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ჩერნიშოვამ განაცხადა.
მისი თქმით, მნშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის აპარატს ჰქონდეს შესაძლებლობა, მსგავს დაწესებულებებში შევიდეს.
„იუნისეფმა“ გააკეთა განცხადება და გავიმეორებ. ჩვენი პოზიციაა, რომ სახალხო დამცველი უნდა იყოს დაშვებული ამ ინსტიტუტში, მათ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან დაკავშირებით სიტუაციის შემოწმების საშუალება და ბავშვებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ძირითად უფლებებთან და ჯანდაცვასთან. ჩვენი პოზიცია მტკიცეა და იმედის მაქვს, ამ საკითხზე მთავრობა ეფექტიანად იმოქმედებს“, – განაცხადა ანა ჩერნიშოვამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადება 4 ივნისს გაავრცელა. შსს-ში აცხადებენ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.