საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა რაჭაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„დამწუხრებული ვართ რაჭის რეგიონში მეწყერის შემდეგ ტრაგიკული მოვლენების გამო. ჩვენი გულითადი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს. გვაქვს ყველას იმ ადამიანის სწრაფი და უსაფრთხო გადარჩენის იმედი, ვინც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში იმყოფება“, – ნათქვამია გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობის განცხადებაში.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული. ორი მათგანი მაშველებმა გუშინ იპოვეს.