შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს
შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს მაშველებმა კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული. ორი მათგანი მაშველებმა გუშინ იპოვეს.

ონის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელშიც ჩართული არიან 400-მდე მეხანძრე-მაშველი და  შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები. დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.