ტურიზმის ეროვნული ადმინისიტრაციის ახალი ინიციატივით, ფასდაკლების კვირეული SPA &WELLENESS მიმდინარეობს.
კვირეული 29 აპრილამდე გაგრძელდება და საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და რეგიონს მოიცავს.
ფასდაკლების კვირეულში ჩართულია ჩვიდმეტი სასტუმრო და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურების ორი ცენტრი. ისინი მომხმარებლებს 25%-დან 51% ფასდაკლებას სთავაზობენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფასდაკლების კვირეული წარმოადგენს პროექტს, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შიდა და საერთაშორისო ტურისტებისათვის სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებში ფასდაკლებით სარგებლობას. იგი მიზნად ისახავს არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციასა და შიდა ტურიზმის წახალისებას, ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს ტურისტულ ობიექტებს ვიზიტორების მოზიდვაში.
ფასდაკლების კვირეული მოიცავს: თბილისს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, სამცხე-ჯავახეთს, იმერეთს და აჭარას.