საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ აჭარასა და იმერეთში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს აჭარასა და იმერეთში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.
„იმედი გვაქვს, სამაშველო ოპერაციის შედეგად მოხერხდება დაკარგულთა პოვნა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
დიდთოვლობის შედეგად მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე ადგილზე ჩამოწვა ზვავი, განვითარდა მეწყრული პროცესები. ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში დაიღუპა ორი ადამიანი.
გვიან ღამით ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია ოთხი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება ხუთი პირის სამძებრო სამუშაოები.