საქართველოში დღეს და ხვალ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა – დღის საათებში დაბლობსა და ბარში 11-16 გრადუსის ფარგლებში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, მაღალ მთაში კი, მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 7-12 გრადუსამდე დაიკლებს, 24 თებერვალს კი, შედარებით გამოიდარებს და 13-18 გრადუსამდე დათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, 24 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა 13-18 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსები დღეს და ხვალ თბილისშიც უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, 23 თებერვალს კი, შესაძლოა, მცირე წვიმა. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 14-16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.