საქართველოში დღეს და ხვალ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
საქართველოში დღეს და ხვალ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

საქართველოში დღეს და ხვალ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა – დღის საათებში დაბლობსა და ბარში 11-16 გრადუსის ფარგლებში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, მაღალ მთაში კი, მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 7-12 გრადუსამდე დაიკლებს, 24 თებერვალს კი, შედარებით გამოიდარებს და 13-18 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, 24 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა 13-18 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები დღეს და ხვალ თბილისშიც უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, 23 თებერვალს კი, შესაძლოა, მცირე წვიმა. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 14-16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.