დღეს და ხვალ საქართველოში (ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.