საქართველოში ცნობილი ბრიტანული ბრენდის „მარკს ენდ სპენსერის“ ტანსაცმელი შეიკერება
ქუთაისში არსებული სამკერვალო „იმერი“ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის „მარკს ენდ სპენსერის“ (Marks & Spencer) ტანსაცმელს შეკერავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, „იმერმა“ „მარკს ენდ სპენსერის“ (Marks & Spencer) აუდიტი ცოტა ხნის წინ გაიარა და მისი ოფიციალური მიმწოდებელიც გახდა.
სამკერვალო კომპანია „იმერი“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ბენეფიციარია.