საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მაღალი აჭარის რეგიონშია
საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მაღალი აჭარის რეგიონშია.
საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევა გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 578 ბავშვი მოიცვა, რომელთა ასაკი 2-7 წელია.
კვლევის შედეგები შემდეგია: აჭარა – 5 ან მეტი მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) – 85 პროცენტი, 10 ან მეტი მკგ/დლ – 50 პროცენტი;
აჭარის შემდეგ, სისხლში ტყვიის შემცველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთშია: გურია – 5 ან მეტი მკგ/დლ – 73 პროცენტი, 10 ან მეტი მკგ/დლ – 44 პროცენტი;
სამეგრელო, ზემო სვანეთი – 5 ან მეტი მკგ/დლ – 71 პროცენტი, 10 ან მეტი მკგ/დლ – 29 პროცენტი;
იმერეთი – 5 ან მეტი მკგ/დლ – 61 პროცენტი, 10 ან მეტი მკგ/დლ – 23 პროცენტი;
სამცხე-ჯავახეთი – 5 ან მეტი მკგ/დლ – 32 პროცენტი, 10 ან მეტი მკგ/დლ – 12 პროცენტი;
შიდა ქართლი – 5 ან მეტი მკგ/დლ – 21 პროცენტი, 10 ან მეტი მკგ/დლ – 4 პროცენტი;
მცხეთა-მთიანეთი – 5 ან მეტი მკგ/დლ – 20 პროცენტი, 10 ან მეტი მკგ/დლ – 6 პროცენტი;
ქვემო ქართლი – 5 ან მეტი მკგ/დლ – 18 პროცენტი, 10 ან მეტი მკგ/დლ – 6 პროცენტი;
თბილისი – მცხეთა-მთიანეთი – 5 ან მეტი მკგ/დლ – 30 პროცენტი; 10 ან მეტი მკგ/დლ – 7 პროცენტი;
ყველაზე დაბალი მონაცემები კახეთშია. კვლევის თანახმად კახეთში გამოკვლეული ბავშვების 25 პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობა 5 ან მეტი მკგ/დლ(მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში აღმოაჩნდა. ხოლო ბავშვების 4 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.
ამასთან, გამოკვლეული 1 578 ბავშვიდან, 16 ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობა აღემატებოდა 30 მკგ/დლ-ს.