საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მაღალი აჭარის რეგიონშია

15:45, 23.04.2019

საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მაღალი აჭარის რეგიონშია.

საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევა გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 578 ბავშვი მოიცვა, რომელთა ასაკი 2-7 წელია.

კვლევის შედეგები შემდეგია: აჭარა – 5 ან მეტი მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) – 85 პროცენტი, 10 ან მეტი მკგ/დლ – 50 პროცენტი;

აჭარის შემდეგ, სისხლში ტყვიის შემცველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთშია: გურია – 5 ან მეტი მკგ/დლ – 73 პროცენტი, 10 ან მეტი მკგ/დლ – 44 პროცენტი;

სამეგრელო, ზემო სვანეთი – 5 ან მეტი მკგ/დლ – 71 პროცენტი, 10 ან მეტი მკგ/დლ – 29 პროცენტი;

იმერეთი – 5 ან მეტი მკგ/დლ – 61 პროცენტი, 10 ან მეტი მკგ/დლ – 23 პროცენტი;

სამცხე-ჯავახეთი – 5 ან მეტი მკგ/დლ – 32 პროცენტი, 10 ან მეტი მკგ/დლ – 12 პროცენტი;

შიდა ქართლი – 5 ან მეტი მკგ/დლ – 21 პროცენტი, 10 ან მეტი მკგ/დლ – 4 პროცენტი;

მცხეთა-მთიანეთი – 5 ან მეტი მკგ/დლ – 20 პროცენტი, 10 ან მეტი მკგ/დლ – 6 პროცენტი;

ქვემო ქართლი – 5 ან მეტი მკგ/დლ – 18 პროცენტი, 10 ან მეტი მკგ/დლ – 6 პროცენტი;

თბილისი – მცხეთა-მთიანეთი – 5 ან მეტი მკგ/დლ – 30 პროცენტი; 10 ან მეტი მკგ/დლ – 7 პროცენტი;

ყველაზე დაბალი მონაცემები კახეთშია. კვლევის თანახმად კახეთში გამოკვლეული ბავშვების 25 პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობა 5 ან მეტი მკგ/დლ(მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში აღმოაჩნდა. ხოლო ბავშვების 4 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

ამასთან, გამოკვლეული 1 578 ბავშვიდან, 16 ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობა აღემატებოდა 30 მკგ/დლ-ს.

მსგავსი