საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორთა უმეტესობა 31-50 წლის ასაკისაა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებელი 12.7 პროცენტით მეტია 2017 წლის მეორე კვარტალზე.
საქსტატის ცნობით, შემოსავლების 45.8 პროცენტი (891 ათასი) 31-50 წლის ასაკის მოგზაურებზე მოდის.რაოდენობით თითქმის იდენტურია ვიზიტები 15-30 და 51-70 წლების ასაკობრივ ჯგუფებში (466.9 ათასი და 465.6 ათასი).
2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 14 წლამდე ასაკის მოგზაურების 121.7 ათასი ვიზიტი დაფიქსირდა. ამავე პერიოდში 71 წელზე უფროსების 34.3 ათასი ვიზიტი იყო.