საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის ახალი კამპანია იწყება
საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის ახალი კამპანია იწყება

C ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის პროგრამის ახალ კამპანიას იწყებს.

როგორც პირველ არხს სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის ახალი კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გახსნიან.

28 ივლისს C ჰეპატიტის საერთაშორისო დღე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნება.