ბულგარეთის ელჩი - საქართველომ სწრაფად შეძლო სამოქმედო გეგმის დასახვა, ვიმედოვნებ შემდგომი პროგრესის ხილვას ევროკავშირის გზაზე
რეკომენდაციები კარგად ცნობილი საკითხებია, რომლებიც შესასრულებელია. არ მიყვარს რჩევების მიცემა, თუმცა ჩემი მოკრძალებული რჩევაა, დასხდეთ და იმუშაოთ იმაზე, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, – ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის ელჩმა, ვესელინ ვალკანოვმა განაცხადა.
ელჩის თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი რამ განიხილება.
„დამსახურება მნიშვნელოვანია, თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული სამუშაო წინსვლისთვის. საქართველოს შეუძლია ამის შესრულება, სწრაფად შეძელით სამოქმედო გეგმის დასახვა. ვნახოთ, რა რეაქციები იქნება და ვიმედოვნებ, შემდგომი პროგრესის ხილვას საქართველოს ევროკავშირის გზაზე“, – განაცხადა ელჩმა.