საქართველოში ბულგარეთის ელჩი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მიისწრაფვის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაფართოებისკენ
საქართველოში ბულგარეთის ელჩი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მიისწრაფვის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაფართოებისკენ

ჩვენ ვართ მეზობლები, ზღვის გაღმა-გამოღმა, ჩვენ გვაკავშირებს საბორნე მიმოსვლა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აცნობიერებს თავის შესაძლებლობას, იყოს აზიასა და ევროპას შორის კავშირის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის ელჩმა, ვესელინ ვალკანოვმა განაცხადა.

ელჩის თქმით, კარგია, რომ საქართველო მიისწრაფვის თავისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაფართოებისკენ, რათა მოხდეს შუა აზიიდან, ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირება ევროპაში.

„ასე რომ, ჩვენ ვისურვებდით, გვენახა მეტი ძალისხმევა საქართველოს მხრიდან და მეტი კავშირი ევროკავშირთან, კონკრეტულად, ბულგარეთთან. ჩვენ ახლახან გვქონდა ტრასეკა-ს შეხვედრა, ბულგარეთმა თავმჯდომარეობა გადასცა საქართველოს. ასე რომ, ჩვენ დავინახეთ ამ დერეფნის განვითარების სურვილი და ეს არის საერთო სურვილი. მე მჯერა, რომ ის იმუშავებს“, – განაცხადა ვესელინ ვალკანოვმა.