საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ყველა ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა და იმპორტირებულია.
„გვქონდა 906 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ორი და გახდა 908. გამოჯანმრთელდა ექვსი და ამჟამად არის 761. ორი ახალი შემთხვევა შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევაა საკარანტინო სივრციდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ბოლო ორ დღეში დადასტურებული ახალი შემთხვევების ინფიცირების წყარო ცნობილია.
„გუშინ დადასტურებული რვა ახალი შემთხვევიდან ერთი იყო ბოლნისის, ერთი მარნეულის, დანარჩენი ექვსი იყო შემოტანილი შემთხვევა. ბოლო პერიოდში ყველას წყარო ცნობილია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას განმარტებით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 133 პაციენტი მკურნალობს.